საზოგადოებრივი უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრი

ერთსულოვნება სიძლიერის საწინდარია

info@psac.ge; psacge@gmail.com; Tel: 577416620

Ge En Ru
« 150 ლარიდან! სააბონენტო გადასახადის საფუძველზე, გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების მართვას თქვენს საქმიანობაში. დაგვიკავშირდით: 577 41 66 20 (საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში) »

მძიმე ტექნიკის მართვის საფუძვლები

აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნა განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და განკუთვნილია მძიმე ტექნიკის (ჰიდრავლიკური ექსკავატორის, ავტოგრეიდერის და სატვირთველის) ოპერატორებისათვის. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ, ოპერატორებს შეეძლებათ მართონ არა მარტო აქ აღწერილი, არამედ სხვა ტიპის ანალოგიური დანიშნულების მძიმე ტექნიკაც, ვინაიდან სახელმძღვანელოში გადმოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ნებისმიერი მანქანის მართვის საფუძველს და იმ უნარ-ჩვევებს, რომელსაც საჭიროებს მძიმე ტექნიკის ოპერატორი. გარდა ამისა კურსდამთავრებულს შეეძლება ავტომატურად აიმაღლოს ცოდნა აღნიშნულ სფეროში და დასახოს საკუთარი განვითარების გზები. როგორც ვიცით პროფესიული სწავლება გულისხმობს პროფესიული წინსვლის უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ცოდნის ერთდროულად დაუფლებას. გამომდინარე აქედან, სახელმძღვანელოში მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის საკითხების პარალელურად, მოცემულია დასაქმებისათვის აუცილებელი პროფესიული წინსვლის უნარ-ჩვევები, უსაფრთხოების ტექნიკა, როგორც ზოგადად შრომის, ასევე ტექნიკის მართვისას, სამშენებლო სამუშაოების საწარმოებელი გამოყენებითი სამშენებლო მათემატიკა და ამოცანები, სამშენებლო ნახაზების დანიშნულება და ხაზვის პრინციპები და სხვა მრავალი მძიმე ოპერატორის პროფესიასთან დაკავშირებული თემატური საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია მძიმე ტექნიკის გამოყენბისას.